დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების შესახებ იმის ნიშანი იქნება, რომ ნატო რუსეთს ეომება -

21 სექტემბერი 2024, 12:54 199 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების შესახებ ნიშნავს, რომ ნატო რუსეთს ეომება.

ლავროვის თქმით, ნატო უკვე აწარმოებს ჰიბრიდულ ომს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ხელით. 

ლავროვმა აღნიშნა აგრეთვე, რომ რუსეთს აქვს შეიარაღება, რომელიც „უკრაინის რეჟიმის პატრონებს სერიოზულ შედეგს მოუტანს,“ თუმცა, მისივე განცხადებით, „ბირთვული ომი არავის სურს.“

„ჩვენ ვსაუბრობთ წითელ ხაზებზე იმ იმედით, რომ ჩვენს შეფასებებსა და განცხადებებს მოისმენენ ჭკვიანი, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. იმის თქმა, რომ თუ ხვალ არ გააკეთებთ იმას, რასაც მე მოგთხოვთ, ჩვენ დავაჭერთ „წითელ ღილაკს“, არასერიოზულია,“ – თქვა ლავროვმა.

ლავროვმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთს დასავლეთთან ესკალაცია არ სურს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი