ოკუპანტის იერიში უკრაინაში გრძელდება. სუმის ოლქში პანსიონატზე განხორციელებული იერიშის შედეგად სადაც 200-ზე მეტი ხანდაზმული ცხოვრობდა, 1 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმა მართვადი საავიაციო ბომბით განხოციელდა. გარდა ამისა მომავალ კვირაში დაგეგმილია უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა.
ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ჩავა და ჯო ბაიდენს, კამალა ჰარისსსა და დონალდ ტრამპს შეხვდება.
პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, ზელენსკი ოფიციალური ვიზიტის დროს ე.წ გამარჯვების გეგმას წარადგენს.