ჰამასის მძევალთა ნათესავების პროტესტი

19 სექტემბერი 2024, 13:09 248 ნახვა

ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ  მათ არ სურთ ომი ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფება ჰეზბოლასთან. ისინი ისრაელის მთავრობას ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების  გაფორმებისკენ მოუწოდებენ და მათი საყვარელი ადამიანების სახლში დაბრუნებას ითხოვენ.

ჰამასის მძევალთა ოჯახების პროტესტი მოჰყვა უპრეცედენტო თავდასხმას ჰეზბოლას მობილურ საკომუნიკაციო მოწყობილობებზე, რომელიც დაჯგუფების თქმით, ისრაელის სპეცსამსახურმა განახორციელა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით,  ღამით ისრაელის თვითმფრინავებმა და არტილერიამ სამხრეთ ლიბანში რამდენიმე სამიზნეს დაარტყეს. საჰაერო თავდასხმები  განხორციელდა ჰეზბოლას სამიზნეებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში