ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, გავრცელებული ინფორმაციით, ორი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, , დაიღუპა სამი და დაშავდა ასი ადამიანი აფეთქების მასშტაბიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ბეირუთის სამხრეთ უბნებში ქაოსია, მოსახლეობა ერთმანეთს აფრთხილებს, რომ ელექტრონული მოწყობილობებისგან თავი შორს დაიჭირონ. გავრცელებული ვერსიებით, რამდენიმე რეგიონში, ერთდროულად რაციებიც აფეთქდა.