გერმანია უკრაინას ზამთრისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს

17 სექტემბერი 2024, 13:39 202 ნახვა

გერმანია დამატებით 100 მილიონი ევროს  დახმარებას გაუწევს უკრაინას ამ ზამთარში, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა მოლდოვაში ვიზიტისას.

„ადამიანები  ყველაზე მეტად  იმას განიცდიან, რომ თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი მოლდოვა იქნება“, - განუცხადა ბაერბოკმა გერმანელ ჟურნალისტებს.

სწორედ ამიტომ, უკრაინის მხარდაჭერა ასევე ნიშნავს მოლდოვისა და ზოგადად ევროპული დემოკრატიის მხარდაჭერას - თქვა გერმანიის მთავარმა დიპლომატმა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი