თუ აშშ-ი და ბრიტანეთი უკრაინას დასავლური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემენ, რუსეთი კიევს „გიგანტურ, დამდნარ ადგილად“ გადააქცევს - მედვედევი

15 სექტემბერი 2024, 14:49 286 ნახვა

თუ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი უკრაინას რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმისთვის დასავლური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემენ, რუსეთი კიევს „გიგანტურ, დამდნარ ადგილად“ გადააქცევს, - ამის შესახებ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი იმუქრება.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"კრემლს ბირთვული იარაღის გამოყენების ფორმალური ნიადაგი უკრაინის კურსკში შეჭრის შემდეგ უკვე აქვს, თუმცა, ამ საკითხს რუსეთი, ჯერჯერობით, მოთმინებით ეკიდება", - აცხადებს მედვედევი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი