ტაიფუნ „იაგის“ ვიეტნამში სულ მცირე 226 ადამიანი ემსხვერპლა

13 სექტემბერი 2024, 13:10 235 ნახვა

სულ მცირე 226 ადამიანი დაიღუპა ვიეტნამში  ტაიფუნ „იაგის“ შედეგად. დაშავებულია 800-ზე მეტი მოქალაქე.

ვიეტნამის კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, ტაიფუნის შედეგად გამოწვეული მეწყერებისა და წყალდიდობების გამო, სულ მცირე 100 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

სტიქიის შედეგად ქვეყნის რამდენიმე ნაწილში შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება, დატბორილია 200 ათას ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი მიწები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი