ბლინკენისა და ლამის კიევში ვიზიტის დროს საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა

12 სექტემბერი 2024, 09:20 161 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  უკრაინის დედაქალაქში ყოფნისას საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. „როიტერის“ ინფორმაციით, განგაშის სიგნალი დაახლოებით 30 წუთს გრძელდებოდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტის საფრთხის შესახებ განაცხადეს.

რაკეტა სუმის რეგიონიდან პოლტავის რეგიონის მიმართულებით მოძრაობდა, მოგვიანებით კი უკრაინის საჰაერო ძალებმა რაკეტა ჩამოაგდეს.

რუსეთმა გასულ ღამეს სუმის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში