რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 144 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ქვეყნის ცხრა რეგიონის თავზე, მათ შორის მოსკოვის ოლქში. მოსკოვის მერის ინფორმაციით, შედეგად რამენსკოეში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. დაზიანდა მრავალსართულიანი სახლები. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
მოსკოვზე განხორციელებული შეტევის დროს რუსეთის დედაქალაქის აეროპორტებში რეისების მიღება და შესრულება დროებით შეწყდა. დაიხურა ვნუკოვოს, შერემეტიევოსა და დომოდედოვოს აეროპორტები. გაუქმებულია დაახლოებით 45 რეისი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს იყო „კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე.