საპროტესტო ტალღა თელ-ავივში 

06 სექტემბერი 2024, 08:55 332 ნახვა

ისრაელის სხვადასხვა ქალაქში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება.  პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მას შემდეგ მოხდა,  რაც პროტესტის მონაწილეებმა ავტომაგისტრალისკენ მსვლელობა დაიწყეს.

პოლიციელებმა მათ უკან დაახევინეს და მთავარ სატრანსპორტო გზამდე მისვლის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები კვლავ შეთანხმების მიღწევას  და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ.

უწყვეტი საპროტესტო ტალღა თელ-ავივში მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის თავდაცვამ „ჰამასის“ გვირაბში 6 მძევლის ცხედარი იპოვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი