უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 181 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტი შეტევა პოკროვსკოეს და კურახოვსკოეს მიმართულებით განხორციელდა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა, ხარკოვზე რამდენიმე იერიში მიიტანეს. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. იერიშები იყო სუმის მიმართულებითაც, არიან დაშავებულები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
დროებით შეტევა განხორციელდა მიკოლაევზე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა დრონის ჩამოგდება შეძლეს.