რუსეთის ძალებმა დილიდან უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს. კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დარტყმისას საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები, კერძოდ „ისკანდერები“, ასევე უპილოტო საფრენი აპარატი.
ოფიციალური ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი. დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, მათგან ერთი ჰოსპიტალიზებულია.
რუსული ძალების მიერ უკრაინის სუმის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად კი 13 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად განადგურდა საგანმანათლებლო დაწესებულება და სულ მცირე 5 მაღალსართულიანი შენობა.