ავტოსაგზაო შემთხვევა მისისიპის შტატში - არის მსხვერპლი

01 სექტემბერი 2024, 11:45 301 ნახვა

7 ადამიანი დაიღუპა მისისიპის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. გავრცელებული ინფორმაციით  არასრულწლოვნები და-ძმა იყვნენ. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა 37 ადამიანი და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე დაიწყება გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით კი სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი