საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კოალიცია ერთიანობის ლიდერები ჩაქვში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდნენ , მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს და აქცენტები გააკეთეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული რეფორმების გაგრძელებასა და ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე,რომელიც მათი თქმით ქვეყანაში მრავალმხრივ ცვლილებებზე გადის. ხაზი გაესვა სამუშაო ადგილების შექმნას, ქართველების ემიგრაციაში მასიურად გასვლასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას