მაიმუნის ვირუსის ახალი შტამი კონგოში

31 აგვისტო 2024, 11:36 289 ნახვა

კონგოს რესპუბლიკის ქალაქ კინშასაში მაიმუნის ვირუსს ებრძვიან. ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში გაზრდილია პაციენტების მიმართვიანობა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო მუშაკები მაღალ მზადყოფნაში არიან, მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ვირუსი გადაუდებელ მდგომარეობად გამოაცხადა.

ასევე ჯანმოს განცხადებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უახლოეს დღეებში, ახალი შტამის წინააღმდეგ საბრძოლველად დაახლოებით 230 ათასი ვაქცინა გაიგზავნება. ბოლო მონაცემებით, კონგოში 18 ათასზე მეტი საეჭვო შემთხვევა და სიკვდილიდ 629 ფაქტი დადასტურდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი