დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ოპერაციის მესამე დღეს „ჰამასის“ ლიდერი ვისამ ხაზემი ლიკვიდირებულია. უწყების ინფორმაციით, ჯენინში დაჯგუფების კიდევ ორი მებრძოლი მოკლეს. გავრცელებული განცხადების მიხედვით, იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც „ჰამასის“ წევრები გაქცევას ცდილობდნენ. თავის მხრივ, პალესტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროზე სულ მცირე 20 პალესტინელი დაიღუპა.