წყალდიდობას იემენში მსხვერპლი მოჰყვა

30 აგვისტო 2024, 14:30 94 ნახვა

წყალდიდობას იემენში მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა 24 ადამიანი, 17 პირი კი დაკარგულად ითვლება. წყალდიდობა ძლიერმა  წვიმამ და 3 კაშხლის ჩამონგრევამ გამოიწვია.
განადგურებულია 40-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დაზარალდა 1 020 ოჯახი. ადგილობრივები  მძიმე ვითარების შესახებ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ  წყლის ბარიერებმა მოქალაქეების სახლები წაიღო, ჩამოწოლილია მეწყერიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში