იაპონიაში ტაიფუნ „შანშანის“ სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 79 კი დაშავდა. ავიაკომპანიების განცხადებით, ამ დროისთვის უკვე 800-მდე რეისია გაუქმებული. შეჩერებულია სარკინიგზო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოვსლა სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ კიუშუზე.
125 ათას ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ხელისუფლბა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს, აცხადებენ რომ ქვეყნის მასშტაბით 5 მილიონზე მეტ ადამიანს გაეგზავნა შეტყობინება ევაკუაციის შესახებ. აქვე აღნიშნავენ, რომ შესაძლოა რეგიონის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ძლიერი სტიქია იყოს.