იაპონიაში ტაიფუნ „შანშანს“ სამი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, შვიდი კი, დაშავდა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ტაიფუნი თავს დაატყდა კუნძულ კიუშუს რამაც საჰაერო მიმოსვლისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია.
ასევე მუშაობა შეაჩერეს ავტომწარმოებლების „ტოიოტასა“ და „ნისანის“ ქარხნებმა.
ხელისუფლებამ სხვადასხვა პრეფექტურებიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            