რუსეთის სარაკეტო თავდასხმები დნეპროპეტროვსკის ოლქზე

27 აგვისტო 2024, 12:08 256 ნახვა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივი-რიჰში მდებარე სასტუმროზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა და ორი დაკარგულად ითვლება. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 4 მაღალსართულიანი კორპუსი და ათობით ავტომობილი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გუშინ  რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საჰაერო თავდასხმის 236 საშუალება გაუშვა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 102 რაკეტა და 99 დრონი. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაზარალდა უკრაინის 15 ოლქი.. თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთისთვის პასუხს ამზადებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი