პუტინის ომი უკრაინაში

25 აგვისტო 2024, 15:08 74 ნახვა

ოკუპანტის იერიშის დროს  ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში, სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა. დონეცკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, მტერმა იერიში მიიტანა კრამატორსკზე, რის შედეგადაც სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტები დაშავდნენ.

ერთი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, 2 კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში, ყირიმისა და უკრაინის ტერიტორიის  დეოკუპაციის გეგმაზე საუბრობენ. სამმართველოს წარმომადგენლის განცხადებით, არსებობს ქერჩის ხიდის განადგურების გეგმაც.  გარდა ამისა, რუსული მხარის ცნობით, ბელგოროდში, 5 პირი დაიღუპა უკრაინის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში