ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

24 აგვისტო 2024, 15:09 302 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

ინფორმაცია რადას ვებგვერდზე ვრცელდება.

კანონის მიზანია უკრაინაში აიკრძალოს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა, აიკრძალოს „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის პროპაგანდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, ასევე, რადას მიერ მხარდაჭერილ კანონს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ. რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტების პაკეტი ზელენსკიმ რადას 15 აგვისტოს წარუდგინა, რაც ნიშნავს უკრაინის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სრულ გაწევრიანებას.

რომის წესდება ანუ რომის სტატუტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, 124 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული.

უკრაინამ რომის სტატუტს 2000 წელს მოაწერა ხელი, თუმცა, ამ დრომდე ის რატიფიცირებული არ ჰქონდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი