ბლინკენი ისრაელიდან ეგვიპტეში ჩავიდა

20 აგვისტო 2024, 14:04 292 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი  ისრაელიდან ეგვიპტეში ჩავიდა. იგი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში  ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის  და მძევლების სახლში დაბრუნების მიღწევას ცდილობს. თელ ავივში ისრაელის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა,  რომ ისრაელი თანახმაა აშშ-ის წინადადებაზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ახლა „ჰამასის“ ჯერია.

აშშ მხარს უჭერს ამ შეთანხმების ახლავე შესრულებას-განაცხადა ბლინკენმა.მისივე თქმით, გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება „ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებსაც წარმოადგენს და ღაზის სექტორის მოსახლეობის ყოველდღიურ საშინელ ტანჯვას შეამსუბუქებს“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი