შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის გახსნაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, უყვარს თავისი ქვეყანა და ყველაფერი გასცა მისთვის, რაც შეეძლო. „ჩემი ცხოვრების პატივი იყო, მემსახურა პრეზიდენტად. მიყვარს ჩემი სამუშაო, მაგრამ უფრო მიყვარს ჩემი ქვეყანა. ამერიკა, მე შენ რაც შემეძლო, ყველაფერი მოგეცი“, - აღნიშნა ბაიდენმა.
მან გაიხსენა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა და აღნიშნა, რომ „ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის“. ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს „ლუზერი“ უწოდა. მოქმედმა პრეზიდენტმა დემოკრატ მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ ის იქნება საუკეთესო მოხალისე კამალა ჰარისისა და ტიმ ვოლცის კამპანიისთვის. კამალა ჰარისმა პარტიის ყრილობაზე დაუგეგმავი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა.