რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომლებზეც რუსული სამხედრო ძალების და მძიმე ტექნიკის გადაადგილებაა აღბეჭდილი.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კურსკის რეგიონში დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება ხდება.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს რეგიონის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე მიზნად ისახავს რუსული ძალების წინსვლის შენელებას და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე კიევის პოზიციის გაუმჯობესებას.