ზელენსკი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილ ხანძარში რუს ოკუპანტებს ადანაშაულებს

12 აგვისტო 2024, 09:45 316 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა  ხანძარი გააჩინეს ოკუპირებული ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენობაში, კვამლი კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაც ჩანდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ზელენსკის თქმით,  რადიაციის მაჩვენებლები ნორმალურია.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ქარხნის ერთ-ერთი გამაგრილებელი კოშკურიდან ამომავალი ცეცხლი და სქელი კვამლი. უკრაინის ქალაქ ნიკოპოლში ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ არის არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა დიდი რაოდენობით საავტომობილო საბურავები დაწვეს გამაგრილებელ კოშკებში. მან მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

გაეროს ბირთვული კონტროლის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მისმა ექსპერტებმა ქარხნის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე  ძლიერი, სქელი კვამლი შენიშნეს.

რაც შეეხება რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინული ძალების შესვლას, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა  კურსკის რეგიონიდან უკრაინის სუმის რეგიონზე თითქმის 2 ათასი  ტრანსსასაზღვრო დარტყმა განახორციელა, რაც, უკრაინის "სამართლიან" პასუხს იმსახურებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი