ვითარება ახლო აღმოსავლეთში

08 აგვისტო 2024, 19:51 267 ნახვა

ისრაელის მოსახლეობა  ნეთანიაჰუსგან   ბოდიშს ელოდება. ისრაელის პრემიერი კი აცხადებს, რომ ახლა ომის პარალელურად ამის დრო არ არის და შემდეგ ყველაფერს დამოუკიდებელი კომისია გამოიძიებს. მისივე განმარტებით თანამდებობაზე იქამდე დარჩება, ვიდრე ისრაელისთვის უსაფრთხოების დაცვას შეძლებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი ბაგერმა განაცხადა, რომ სიონისტები ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის დაწყების ზღვარზე არიან. მისივე თქმით, ისრაელს დაძაბულობის, ომისა და კონფლიქტის სხვა ქვეყნებში გაფართოება სურს.

მიუხედავად იმისა, რომ თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შესახებ ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია, ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ. აშშ კი კვლავ მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით გამოდის. ენტონი ბლინკენი ირანსა და ისრაელს – ესკალაციის თავიდან აცილებას, ხოლო „ჰამასის“ ახალ ლიდერს მოლაპარაკებების უზრუნველყოფას სთხოვს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში