ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის დიდი, გრძელი გზა გაიაროს ყველა მძევლის გასათავისუფლებლად, თუმცა, შეინარჩუნებს ისრაელის უსაფრთხოებას.
ნეთანიაჰუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეთავაზებას მოთხოვნები დაუმატა.
„არც ერთი მოთხოვნა არ დაგვიმატებია. ერთადერთი, ვინც ათობით ცვლილების შემოღება მოითხოვა, „ჰამასია“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმას შესაბამისად უპასუხებს.
„ჩვენ ვუპასუხებთ და მძიმე ფასით ვაზღვევინებთ ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი აქტისთვის, ნებისმიერი ფრონტიდან“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.