„ჰამასის“ ლიდერი დოჰაში გადაასვენეს

02 აგვისტო 2024, 14:09 131 ნახვა

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს ცხედარი თეირანიდან დოჰაში გადაასვენეს, სადაც საყოველთაო პანაშვიდი მიმდინარეობს. მისი დაკრძალვის ცერემონია ხუთშაბათს გაიმართება. ცერემონიაზე დასწრებას ახლო აღმოსავლეთის რიგი ქვეყნის ლიდერები გეგმავენ, მათ შორის ირანის პრეზიდენტი.

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი 31 ივლისს ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა, ის ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა.

ცნობისთვის, თეირანზე განხორციელებული დარტყმის შესახებ ინფორმაცია ისრაელს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში