მასობრივი არეულობა დიდ ბრიტანეთში

31 ივლისი 2024, 19:39 93 ნახვა

მასობრივი არეულობა დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში - რადიკალური ჯგუფები ადგილობრივ მეჩეთს დაესხნენ თავს. რამდენიმე დღის წინ, შეიარაღებულმა პირმა ბავშვთა ცეკვის კლუბში სამი გოგონა მოკლა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მუსლიმი, რადიკალი ისლამისტი და თავშესაფრის მაძიებელი პირია.

ადგილობრივმა პოლიციამ ფაქტს სპეკულაცია უწოდა და განმარტა, რომ 17 წლის ეჭვმიტანილი უელსშია დაბადებული. თავდასხმა სამგლოვიარო ცერემონიის დასრულების შემდეგ მოხდა. რამდენიმე ასეულმა პირმა მეჩეთსა და იქ მყოფ პოლიციელებს ქვები, ბოთლები და სხვა საგნები ესროლა. დაწვეს პოლიციის მანქანა და ნაგვის ურნები. დაშავდა 39 პოლიციელი. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ სამგლოვიარო ცერემონია მეჩეთზე თავდასხმისთვის ანტიისლამური ორგანიზაციის წევრებმა გამოიყენეს.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში