ინდოეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა

30 ივლისი 2024, 19:51 412 ნახვა

ინდოეთში, კერალას შტატში მეწყერს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით პირი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 125-ს აღემატება. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მეწყერმა რეგიონის მთავარი ხიდი წაიღო, რაც სამძებრო ოპერაციას ართულებს. ხიდი სტიქიის ზონას უახლოეს ქალაქთან აკავშირებდა. დროებითი ხიდის ასაშენებლად მობილიზებულია არმია.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი