თავდასხმა საუთპორტში - დაიღუპა ორი ბავშვი 

30 ივლისი 2024, 08:50 334 ნახვა

ინგლისის ქალაქ საუთპორტში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, დაშავებულია 9. 

პოლიციის ინფორმაციით, 17 წლის თავდამსხმელი საცეკვაო სკოლაში მომღერალ ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიჭრა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა დაკავებულია, თავდასხმის მოტივი უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ტერორიზმთან რამე კავშირი აღმოჩენილი არ არის. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მომხდარს შოკისმომგვრელი უწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი