უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედანაა შესაძლებელი - ვიქტორ ორბანი

27 ივლისი 2024, 16:23 372 ნახვა

უკრაინაში მშვიდობის დამყარება, მხოლოდ, გარედანაა შესაძლებელი, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ორივე მხარეს საკუთარი სიმართლის სჯერა. უკრაინელებს თავდაცვის უფლების სჯერათ, რუსების თქმით კი, მათ საზღვარზე ნატო-ს ჯარები და იარაღი არ სურთ. ისინი პროვოცირებულ ომს ხედავენ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანის თქმით, ორივე მხარეს სჯერა, რომ გამარჯვება შეუძლიათ და იქამდე ბრძოლა სურთ, სანამ არ გაიმარჯვებენ.

„ისინი არ დანებდებიან, ეს პირდაპირ ესკალაციას იწვევს და მშვიდობის დამყარება, მხოლოდ, გარედან არის შესაძლებელი“, - ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი