აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან განაცხადა, რომ თუ ის ამერიკის პრეზიდენტი არ გახდება, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს.
„თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ყველაფერი ძალიან მარტივად იქნება. ყველაფერი გამოვა და ძალიან სწრაფად. ხოლო, თუ ვერ გავიმარჯვებთ, ახლო აღმოსავლეთში თქვენ დიდ ომებს მიიღებთ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომსაც“, - თქვა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.