მსოფლიო ლიდერები ბაიდენის გადაწყვეტილებაზე

22 ივლისი 2024, 10:50 406 ნახვა

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას გამოეთიშოს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოკავშირეების მხრიდან სოციალურ მედიაში განცხადებები მოჰყვა.  კანადის პრემიერ მინისტრი მიესალმა ბაიდენის გადაწყვეტილებას, მას დიდი ადამიანი და კანადის ნამდვილი მეგობარი უწოდა, ხოლო ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბაიდენს ლიდერობისა და მუდმივი სამსახურისთვის.

ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრი და გერმანიის კანცლერი წერენ, რომ პატივს სცემენ  ბაიდენის გადაწყვეტილებას.  „მისი გადაწყვეტილება აღარ იყაროს კენჭი იმსახურებს პატივისცემას“, - აცხადებს შოლცი და აღნიშნავს, რომ ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის. მისი წყალობით ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, ნატო ძლიერია, აშშ კი ჩვენთვის კარგი და საიმედო პარტნიორია.

„იყო და რჩება ჩემი ცხოვრების სიამაყედ, რომ ვმუშაობ პრეზიდენტ ბაიდენთან ბოლო 22 წლის განმავლობაში. მან აღადგინა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ამ რეკორდის გაგრძელებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“ – წერს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ბაიდენს დახმარებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება. ბაიდენი დამთავრებულია. მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები განხორციელდება“, - წერს ტელეგრამზე  რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში