ისრაელის ქალაქებში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად შეთანხმების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გაიმართა.
დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრისგან შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ითხოვდნენ. ბენიამინ ნეთანიაჰუ კონგრესში სიტყვით გამოსვლას აპირებს..
აქციები თელ-ავივში, იერუსალიმში, ჰაიფასა და კესარიაში გაიმართა.