ოკუპანტის იერიშს უკრაინაში 3 ადამიანი ემსხვერპლა

20 ივლისი 2024, 09:51 301 ნახვა

ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. ნიკოლაევის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი. 

გავრცელებული ცნობით რაკეტა საცხოვრებელ კორპუსთან, საბავშვო მოედანზე ჩამოვარდა. ქალაქში გამოცხადდა  საჰაერო განგაშიც.

გარდა ამისა, გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა რუსების მიერ გაშვებული 13 დრონი ჩამოაგდეს.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, მტერმა ქვეყნის მიმართულებით  17 დრონი და ფრთოსანი რაკეტები გაუშვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი