ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს შეხვდა

19 ივლისი 2024, 13:50 315 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკი არის პირველი ლიდერი, რომელიც ბრიტანეთის ახალ პრემიერს კირ სტარმერს ეწვია.

თავის მხრივ სტარმერმა მთავრობის ცვლილების მიუხედავად, უკრაინას მხარდაჭერა დაუდასტურა, რის გამოც პრეზიდენტმა მას მადლობა გადაუხადა.

დღესვეა დაგეგმილი ზელენსკის სიტყვით მიმართვა ბრიტანეთის კაბინეტში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი