ბანგლადეშში არეულობაა, დემონსტრანტებმა სახელმწიფო ტელევიზიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, რომელშიც პოლიცია იმყოფებოდა.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, შემდეგ კი ტელევიზიის შენობა დაიკავეს.
პროტესტის დროს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის 32 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ასობით პირი.
აქციის მონაწილეები იმ სისტემის ცვლილებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორის სამუშაო ადგილების მესამეს ომის ვეტერანთა ნათესავებს სთავაზობენ.