აფეთქება თელ ავივის ცენტრში 

19 ივლისი 2024, 09:05 239 ნახვა

თელ-ავივის ცენტრში, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა. აფეთქება დილით მოხდა, თუმცა საჰაერო განგაშის სიგნალი არ ჩართულა.

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

აღნიშნავენ, რომ აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ლიბანის სამხრეთით, „ჰესბოლას“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მოკლეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი