ღაზის სექტორში განხორციელებულ თავდასხმაზე ისრაელი და აშშ არიან პასუხისმგებელი - მაჰმუდ აბასი

14 ივლისი 2024, 12:06 317 ნახვა

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი „ჰამასს“ ღაზაში ომის გაგრძელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ღაზის სექტორში განხორციელებულ თავდასხმაზე ისრაელი და აშშ არიან პასუხისმგებელი.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

„პალესტინის პრეზიდენტი გმობს ხოცვა-ჟლეტას და აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას ისრაელის მთავრობას, ასევე აშშ-ის ადმინისტრაციას, რომელიც ყველა სახის მხარდაჭერას უწევს ოკუპაციას და მის დანაშაულებს“, – ნათქვამია აბასის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰამასს” ეკისრება იურიდიული, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ღაზის სექტორში ომის გაგრძელებაზე.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ისრაელის მიერ, ხან იუნისზე თავდასხმის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 300-ზე მეტი პირი. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ მათი სამიზნე იყვნენ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური, მოჰამედ დეიფი და ხან იუნისის ბრიგადის მეთაური, რაფა სალამე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, არ არის დარწმუნებული, რომ თავდასხმის შედეგად მუჰამედ დეიფის და რაფა სალამეს დაღუპვაში, თუმცა პირობა დადო, რომ ისრაელი „ჰამასის“ ყველა ხელმძღვანელს გაანადგურებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი