მსოფლიო ლიდერები ტრამპზე თავდასხმას გმობენ

14 ივლისი 2024, 12:07 339 ნახვა

დონალდ ტრამპზე თავდასხმას გმობენ მსოფლიო ლიდერები. ევროპარლამენტის პრეზიდენტი შოკირებულია მხარდამჭერ მიტინგზე საშინელი თავდასხმით.

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ პოლიტიკურ ძალადობას საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. პოლიტიკური ძალადობა უწოდა ფაქტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც. შარლ მიშელმა ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმა დაგმო, რის შესახებაც სოციალურ ქსელში დაწერა.

ფაქტს გამოეხმაურნენ მიმდინარე ომებში მონაწილე ქვეყნების ლიდერებიც. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, თავისი მეუღლე და თავად თავდასხმით შოკირებულები არიან და ტრამპს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად უნდა ჰქონდეს.

პოლიტიკური წამომადგენლების მიმართ მიუღებელი ძალადობის აქტი უწოდა მომხდარს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი