მძლავრი აფეთქება პეტერბურგში

03 აპრილი 2017, 00:00 2846 ნახვა

მძლავრი აფეთქება პეტერბურგში. ''ტასის'' ინფორმაციით, ინციდენტი მეტროსადგურ ''სენნაია პლოშადზე'' მოხდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქება ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედებამ გამოიწვია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 10 და დაშავდა 50-მდე ადამიანი. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინციდენტთან დაკავშირებით მეტროსადგური დახურეს და მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით  დაუდგენელია. გამოცემა ,,ლაიფის" ცნობით, აფეთქება ორ სადგურში ,,სენნაია პლოშადსა" და ,,ტექნოლოგიურ ინსტიტუტში" მოხდა. დაიხურა სანქტ-პეტერბურგში მომხდართან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა. ყველა 63 სადგური დაიხურა. ინციდენტის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს მოსკოვის მეტროპოლიტენში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი