დღეიდან შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება. სამგზავრო ავტობუსი შუახევი-ბათუმის მიმართულებით ყოველდღე იმოძრავებს, მგზავრობის ტარიფი 4 ლარია.
შშმ პირები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მეუღლე და შვილები, სტუდენტები და 6 წლამდე ბავშვები უფასოდ იმგზავრებენ. ავტობუსი უკვე მოძრაობს ხულოსა და ქედაში.
ევრო 5-ის სტანდარტის ავტობუსი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში შეიძინეს.