ხერსონში რუსების შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

07 ივლისი 2024, 18:04 369 ნახვა

უკრაინის ქალაქ ხერსონში, რუსეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთმა, ხერსონის ოლქის ათზე მეტი დასახლების მიმართულებით გახსნა ცეცხლი.

დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო სახლები. ასევე, ადმინისტრაციული შენობები, რესტორნები და მაღაზიები.

ოფიციალური კიევის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 13 დრონი გაუშვა და ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ 13-ვე უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი