დასავლეთ უკრაინაში ავარიის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

07 ივლისი 2024, 11:43 369 ნახვა

დასავლეთ უკრაინაში ნავთობის გადამზიდ ავტომანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 წლის ბავშვი.

სამედიცინო პერსონალის განცხადებით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გადარჩა, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მკურნალობის კურსი უტარდება.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები და მაშველები, რომელთაც ცხედრების ამოსაყვანად ავტომობილების გაჭრა მოუწიათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი