სამი ბავშვი, მათ შორის ერთი 10 თვის, დაიღუპა სიდნეიში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად.
პოლიცია ვარაუდობს, რომ შემთხვევა განზრახ განხორციელდა, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს 28 წლის კაცი, სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.
კაცი ხანძრის შედეგად გამოწვეული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.