მარინ ლე პენის განცხადებით, არჩევნებზე მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, კიევი ფრანგულ, შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ გამოიყენებს

06 ივლისი 2024, 14:47 252 ნახვა

მარინ ლე პენის განცხადებით, არჩევნებზე მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, კიევი ფრანგულ, შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ გამოიყენებს.

ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ნომინალური ლიდერის  თქმით, მისი პარტიის რიგებიდან არჩეული პრემიერ-მინისტრი, კიევს არ მისცემს უფლებას, გამოიყენოს ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე და ასევე ხელს შეუშლის პრეზიდენტ მაკრონის განზრახვას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრანგი ჯარისკაცები გააგზავნოს.

„ემანუელ მაკრონს თუ სურს უკრაინაში სამხედრო ძალების გაგზავნა და პრემიერ-მინისტრი ამის წინააღმდეგია, მაშინ, უკრაინაში სამხედროები არ იქნებიან. საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.

მისივე თქმით, მისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს უკრაინაში მიმდინარე ომში საფრანგეთის „თანამონაწილედ გადაქცევა“.

საფრანგეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტიამ „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა და  სავარაუდოდ, მეორე ტურის შედეგად, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს, პარტიის ლიდერი, ჯორდან ბარდელა დაიკავებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში