რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა

06 ივლისი 2024, 11:49 359 ნახვა

რუსული ძალების მიერ, დონეცკის ოლქის დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაზიანებულია, როგორც კერძო, ისე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, საწარმოები, ადმინისტრაციული შენობები და ავტომობილები.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, რუსული ძალების მუდმივი თავდასხმების გამო, მთლიანად დონეცკის ოლქში ყოფნა სახიფათოა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი