სამწუხაროდ, დასავლეთში არიან ქვეყნები და ჯგუფები, რომლებიც გზას უხსნიან მესამე მსოფლიო ომს. იარაღის დილერებს ბაზარი სჭირდებათ, იარაღის დილერებისთვის ბაზარი დასავლეთია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისაუბრა.
ერდოღანის თქმით, თურქეთის სურვილია, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დასრულდეს.
„ჩვენი თეზისები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვახმოვანებთ: „მსოფლიო ხუთზე დიდია“ და „უფრო სამართლიანი მსოფლიო შესაძლებელია“ – არის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც წამოვაყენეთ ამ ნეგატიური ატმოსფეროს გასაფანტად და დიდი ომის რისკის აღმოსაფხვრელად. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის გლობალური სისტემის გადახედვა, უზრუნველყოფა, რომ ყველამ დაიცვას საერთაშორისო სამართალი დისკრიმინაციის გარეშე, ტერორიზმის აღმოფხვრა კოლექტიური გაგებით და გლობალური გაზიარების სისტემის განხორციელება, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.